გენმოდიფიცირების დადებითი და უარყოფითი შედეგები


ეკო კლუბის ხელმძღვანელის ინიციატივით, მე-11 კლასში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება -განხილვა თემაზე ,,გენური ინჟინერიის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ გენური ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ახალი გენეტიკური მასალის მიღება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში. მაგალითად, არსებობს გენმოდიფიცირებული ინსულინი. დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა ისე იმატა, რომ აღარ იყო ყველასთვის სამყოფი ინსულინის დასამზადებელი ცხოველური მასალა.1978 წელს შემუშავდა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ადამიანის ინსულინის გენი გადატანილ იქნა ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში, რომელმაც მისთვის უჩვეულო ნივთიერების - ადამიანის ინსულინის მიღება "ისწავლა". გენურმა ინჟინერიამ დიდი როლი შეასრულა მრავალი ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, ინტერფერონის წარმოებაშიც. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული თემის მიმართ.

Comments