მჟავა წვმების გავლენა დედამიწაზე

მჟავა წვიმები

 

მჟავა წვიმები ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობ მჟავა ნისლი,მჟავა თოვლი და ა.შ.მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.მაგალითაც,სამრეწველო წვიმების არსებობა დიდ პრობლემას უქმნის ჩინეთსა და რუსეთს.

მჟავა წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა .ზოგჯერ მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მიდის იმ ადგილებიდან ,სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია.ამრიგად, მჟავა წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება ,რადგან ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილდებიან.მაგალითად,მჟავა წვიმების უმეტესობა,რომელიც ნორვეგიაში,შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.

 

 

მჟავა წვიმების გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე

მჟავიანობისმომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ ,ისე ცხოველურ სამყაროზე.გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს.თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავა არეში რეპროდუქცია განახორციელოს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ,რის შედეგადაც ტყის მასივების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.


Comments