რატომ იცვლიან ფოთლები ფერებს შემოდგომაზე?
შემოდგომაზე თითქმის ყველა ხე იცვლის ფოთლის ფერს: ზოგი ყვითლდება, ზოგი წითლდება, ზოგიც სულ მწვანე რჩება... ფოთლის განსხვავებული ფერები ხეებს უნიკალურობას ანიჭებს. ზოგიერთ ხეს შეუძლია რამდენიმე ფერიც კი მიიღოს ერთდროულად.
ფოთლის ფერის განვითარებასა და მის შეცვლას პიგმენტები განაპირობებენ. ზაფხულში მწვანე პიგმენტის – ქლოროფილის გამო ყველა ფოთოლი მწვანეა. ეს მწვანე პიგმენტები უჯრედში უხვად არიან და ფარავენ სხვა ფერის პიგმენტებს, მაგრამ, შემოდგომაზე ქლოროფილი ნადგურდება. ქლოროფილის დაშლა სხვა პიგმენტებს წინ წამოსვლის, გამოჩენის უფლებას აძლევს, რაც განაპირობებს ამ დროს ფოთოლში ფერების შეცვლას.
ეს სხვა ფერის პიგმენტებია:
• კაროტენოიდი– ის წარმოქმნის ყვითელ, ნარინჯისფერ და ყავისფერ ფერებს. ეს პიგმენტი ფერს აძლევს ზოგიერთ ნეკერჩხალს, ზოგ მუხას, წიფელს, არყს, სინკამორის ხეს...
• ანტოციანინი– ეს პიგმენტი ფოთლებში წარმოქმნის წითელს. ის ფერს აძლევს ზოგ ნეკერჩხალს, მუხას, ხურმას... ასევე წითელ ვაშლს, ალუბალს, მარწყვს და ქლიავს.
ზოგიერთი ფართოფოთლოვანი ხე საერთოდ არ იცვლის ფერს შემოდგომაზე. ასეთი ხეები უმეტესად სამხრეთის კლიმატებშია. ესენია: მაგნოლია, ზოგი მუხა, მირტის ხე.
Comments
Post a Comment